Belive

ზიდანი ბეილით ისევ უკმაყოფილოა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გარეთ ბეილი 22 იანვრის შემდეგ განაცხადში ვეღარ ხვდება. უელსელმა ტრავმა "სალამანკასთან" მატჩის დროს მიიღო, მაგრამ "ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა დაზიანება დიდი ხანია მოიშუშა. ფრანგ სპეციალისტსა და "რეალის" "თერთმეტიანს" შორის ურთიერთობა ისევ დაიძაბა. გარეთ ბეილმა რამდენიმე მატჩი გამოტოვა, მათ შორის მადრიდის "ატლეტიკოსთან" ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა. ზიდანმა არაერთხელ გამოუცხადა ნდობა ბეილს და ბევრი რამ აპატია, თუმცა უელსელი ისევ ისე იქცევა, როგორც ადრე. შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის მეოთხედფინალური დაპირისპირების დროს, როდესაც "სამეფო კლუბი" 1:4 მარცხდებოდა, ბეილმა ნაადრევად დატოვა სტადიონი და გეზი სახლისკენ აიღო. შეგახსენებთ იმასაც, რომ ზაფხულში უელსელი ძალიან ახლოს იყო გუნდის დატოვებასთან, თუმცა მარკო ასენსიოს ტრავმამ ბევრი რამ შეცვალა.

სხვა სტატიები