Belive

ზიდანი: "ბევრი რამ თქმულა ელ კლასიკოს შესახებ, მაგრამ მთავარია მოედანზე რა მოხდება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2019/20 წლების საფეხბურთო სეზონში საფეხბურთო გულშემატკივარი პირველი ელ კლასიკოს მოლოდინშია. "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პრესაში საკმაოდ ბევრი რამ დაიწერა. "ბლანკოსის" მთვარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ მთავარი ისაა თუ რა მოხდება მოედანზე, სხვა დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. "ჩვენ ვიცით, რომ მათ ჰყავთ ლეო მესი, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი იარაღები. ბარსელონას წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი კლუბისათვის რთულია, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავდივართ და იმედიც საკმაოდ დიდი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს მოვახერხებთ", - განაცხადა ზინედინ ზიდანმა. "ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრა "კამპ ნოუზე" გაიმართება, მატჩი თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები