Belive

ზიდანი: "ჩვენს გუნდს სათანადოდ არ აფასებენ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩამდე, სადაც მადრიდის "რეალი" "ლივერპულის" წინააღმდეგ იასპარეზებს, ჟურნალისტებთან ისაუბრა. ფრანგ მწვრთნელს ჰკითხეს, თუ რა შანსები აქვს მის გუნდს ნახერფინალში გასასვლელად, რაზეც ზიდანის პასუხის საკმაოდ ოპტიმისტურია.
"რეალს საკმაოდ კარგი შანსი აქვს" "საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიმსახურებთ ნდობას, ვინაიდან "რეალი" არასდროს ნებდება. ვფიქრობ წინასწარი შეფასება რეალობას ცდება და ჩვენს გუნდს სათანადოდ არ აფასებენ", - აცხადებს ფრანგი სპეციალისტი
როდესაც ზიდანს იურგენ კლოპის შესახებ ჰკითხეს, მან მის ოპონენტზე დადებითად ისაუბრა, ასევე ფეხბურთელების მდგომარეობასა და შესაძლებლობაზეც გააკეთა კომენტარი:
"ის შესანიშნავი მწვრთნელია, ძალიან დიდი გამოცდილებითა და უამრავი წარმატებით. მან თავისი კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი შესაძლებლობები ძალიან დიდია და საკუთარ საქმეს შესანიშნავად აკეთებს"  "რეალს ძალიან ბევრი და კარგი მოთამაშე ჰყავს, თითოეულ მათგანს კარგად აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი როლი და იციან, რომ უდიდესი შრომის გარეშე "ბლანკოსის" რიგებში ასპარეზობა შეუძლებელია" "კარიმ ბენზემა ძალიან კარგად იცნობს საკუთარ თანაგუნდელებს და ზუსტად იცის თითოეული მათგანის შესაძლებობები, რაც შეეხება ედენ აზარს, მას შეუძლია მშვიდად იყოს და ვინაიდან გუნდი არასოდეს აყენებს ფეხბურთელებს კითხვის ნიშნის ქვეშ - თუ მას 100%-იანი მზაობა არ ექნება სათამაშოდ, შესაბამისად არ ითამაშებს"  "ორივე გუნდს აქვს დანაკლისი, თუმცა რეალური ძალა არის გუნდში და არა ცალკეულ ინდივიდებში", - აცხადებს ზიდანი.
შეგახსენებთ, სამშაბათს, 6 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, მადრიდული გრანდი საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" უმასპინძლებს.  

სხვა სტატიები