Belive

ზიდანი და პოგბა ერთმანეთს დუბაიში შეხვდნენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ერთმანეთს დუბაიში შეხვდნენ. "ბლანკოსის" მესვეურები პოგბას შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცდილობდნენ - თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. მადრიდელთა თავკაცს პოგბასთან შეხვედრის შესაძლებლობა კვლავ მიეცა. ზინედინ ზიდანი დუბაიში მიმდინარე "ხელოვნური ინტელექტის" კონფერენციას ესწრება, პოლ პოგბა კი ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესს გადის. ბრიტანულ პრესაში ზინედინ ზიდანისა და პოლ პოგბას შეხვედრის ამსახველი კადრები გავრცელდა, რის შემდეგაც პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი ჭორები აგორდა.
Paul-Pogba-Zinedine-Zidane-Dubai-1192248

სხვა სტატიები