Belive

ზიდანი: "გუნდიდან წასვლას არ ვაპირებ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დონეცკის "შახტართან" ანგარიშით 2:0 დამარცხების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, კომენტარი გააკეთა. უდავო ფაქტია, რომ მადრიდული გრანდი მიმდინარე სეზონში არასტაბილურად თამაშობს: "ინტერთან" დამაჯერებელ გამარჯვებას "ალავესთან" და "შახტართან" ორი მარცხი მოჰყვა. ამ უკანასკნელთან შეხვედრის შედეგად, 5 ტურის შემდეგ, "რეალი" ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება და ჯგუფში ჩარჩენის რეალური საფრთხის წინაშე დგას. პარალელურად, "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "სოსიედადს" 7 ქულით ჩამორჩება. ტრადიციულად, ასეთ შედეგებს ესპანურ მედიაში აქტიური განხილვა მოჰყვა, თემაზე: დატოვებს თუ არა გუნდს ზინედინ ზიდანი?
ჩვენ პირველი ტაიმში კარგად ვითამაშეთ, თუმცა გოლის გატანა ვერ შევძელილით. შევქმენით შანსები, ბურთი ძელსაც მოხვდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი გართულდა. თუმცა, ჩემი აზრით, გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა. გუნდის დატოვებას არ ვაპირებ. ახლა რთულ ეტაპზე ვიმყოფებით, თუმცა ჩვენს გვაქვს ოპტიმიზმი, შინაგანი სიმტკიცე და სიამაყე, რომელიც მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგვეხმარება", - განაცხადა ზიდანმა.

იხილეთ მიმოხილვა: შახტარი 2:0 რეალი

სხვა სტატიები