Belive

ზიდანი | ჰკითხეთ რეალის ფეხბურთელებს კვლავ ვსარგებლობ მათი მხარდაჭერით?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ფრანგი სპეციალისტის მტკიცებით, მისმა ფეხბურთელებმა რანგით მესამე დივიზიონის ბინადარი კლუბის წინააღმდეგ ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ დარწმუნებული არაა კვლავ სარგებლობს თუ არა "რეალის" ფეხბურთელების მხარდაჭერით. მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა - ზინედინ ზიდანმა, "კოპა დელ რეიზე" "ალკოიანოს" წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდეგ, სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მიუხედავად იმისა, რომ "რეალი" ედერ მილიტაოს მიერ გატანილი გოლის წყალობით პირველივე ტაიმში დაწინაურდა, სეგუნდა ბ დივიზიონის ბინადარმა ალკოიანომ ანგარიშის გათანაბრება მე-80 წუთზე შეძლო. დამატებით დროში, ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის ბინადარი კლუბისათვის მოვლენები კიდევ უფრო ცუდი სცენარით განვითარდა - მეორე დამატებით ტაიმში, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა "ალკოიანოს" ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე 10 ფეხბურთელის ამარა დარჩენილმა "ალკოიანომ" სასწაულის მოხდენა შეძლო, "რეალს" მეორე გოლი გაუტანა და ძლევამოსილი მეტოქე "კოპა დელ რეიდან" გამოთიშა. სულ რაღაც 1-კვირიან პერიოდში, "სამეფო კლუბი" ესპანეთის სუპერთასზე ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდა, ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "ოსასუნას" დაუზავდა და "კოპა დელ რეიზე" რანგით მესამე დივიზიონის ბინადარ კლუბთან დამარცხდა.
"კოპა დელ რეიზე" განცდილი მარცხი ზინედინ ზიდანზე ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ზიდანი საკუთარ ფეხბურთელებს თავგამოდებით იცავს - იგი დარწმუნებული არაა, რომ "რეალის" ფეხბურთელები კვლავ მხარს უჭერენ.

ალკოიანო 2:1 მადრიდის რეალი (მიმოხილვა)

"ვფიქრობ ასეა, მაგრამ ჰკითხეთ ჩემს ფეხბურთელებს კვლავ ვსარგებლობ თუ არა მათი მხარდაჭერით. როდესაც მარცხდები ბევრი საუბარი გიწევს. სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ფეხბურთელებს მოგება სურდათ და ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა სრულიად სხვა შედეგი მივიღეთ." "ჩვენ ყველაფერი ვცადეთ. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა მოედანზე ყველაფერი დადეს. სამარცხვინო არაა - მსგავსი რამ ხდება. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და შრომას თავდაუზოგავ შრომას გავაგრძელებთ", - აღნიშნა ზინედინ ზიდანმა.

სხვა სტატიები