Belive

ზიდანი: "ჯობია გავჩუმდე"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესების გამო, ლა ლიგის ეგიდით, "კამპ ნოუზე" 26 ოქტომბერს გასამართი ელ კლასიკო გადაიდო და დეკემბერში ჩატარდება. ამის შესახებ კომენტარი მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა. "იმას გავაკეთებთ, რასაც გვეტყვიან. თუ "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩი 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაშინ ამ დღეს ვითამაშებთ, თუ შეხვედრას დეკემბერში გადადებენ, მაშინ დეკემბრისთვის მოვემზადებით. ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.  ჩემი ამოცანაა, რომ გუნდი მატჩს მომზადებული შეხვდეს. ცხადია, ახალ კალენდართან შეგუება მოგვიწევს, თუმცა უმჯობესია ამასთან დაკავშირებით ჩუმად ვიყო",-თქვა ფრანგმა სპეციალისტმა. უდიდესი ალბათობით, პრინციპული დაპირისპირება 18 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები