ზიდანი: ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერა არ მექნება

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის განცხადებით, მას სამწვრთნელო კარიერაში ხანგრძლივი გეგმები არ აქვს.

48 წლის ზიდანმა, რომელიც “რეალის” სათავეში გასულ წელს დაბრუნდა, “ესპანიოლთან” გამარჯვების (0:1) შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა.

“მწვრთნელად მუშაობას 20 წელი არ ვაპირებ. არასტანდარტული მწვრთნელი ვარ, ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი. ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტულს არ ვგეგმავ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ სამწვრთნელო საქმიანობას იმდენ წელს არ მივუძღვნი, რამდენიც მოედანზე გავატარე,” აღნიშნა ზიდანმა.

როდესაც ფრანგმა “რეალი” ჩაიბარა, გუნდი არცთუ სახარბიელო ფორმაში იმყოფებოდა – წარუმატებელი შედეგების ფონზე, ფლორენტინო პერესმა “სამეფო კლუბიდან” რაფაელ ბენიტესი დაითხოვა და ზიდანს მდგომარეობის გამოსწორება დაავალა. “ზიზუს” ხელმძღვანელობით, გუნდი სრულიად გარდაიქმნა და შედეგად, ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ 3-ჯერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ზაფხულში ზიდანი გუნდში არაერთ ცვლილებას გეგმავს. ესპანური AS-ის ცნობით, გუნდს სავარაუდოდ ხამეს როდრიგესი, გარეთ ბეილი, ლუკას ვასკესი და მარიანო დატოვებენ. “წამსვლელთა სიაში” ლუკა მოდრიჩი, ნაჩო და ბრაჰიმ დიასიც ფიგურირებენ.

(781)

ზიდანი: ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერა არ მექნება

სტატიის ავტორი
-