Belive

ზიდანი: "ხუთ გოლს ყველა მატჩში ვერ გავიტანთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში გალიდერების შესანიშნავი შანსი ხელიდან გაუშვა. მადრიდელებმა საკუთარ მოედანზე "ბეტისს" უმასპინძლეს და მატჩი ანგარიშით 0:0 დამთავრდა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ მადრიდელები საკუთარ მოედანზე "ბეტისთან" გოლის გატანას უკვე ზედიზედ მე-3 მატჩში ვერ ახერხებენ (0:0, 0:2, 0:1). დაკარგული ქულების მიუხედავად, საკუთარი ფეხბურთელები შეაქო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა: "ჩვენ მუდმივად ვუტევდით, მაგრამ მეტოქე თავს შესანიშნავად იცავდა. ბეტისი ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ჩინებული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. სამწუხაროა, რომ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ყოველ თამაშში 5 გოლს ვერ გავიტანთ," განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში, "რეალმა" "ლეგანესს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. ლა ლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 5 მატჩში, "რეალმა" გოლის გატანა 3-ჯერ ვერ მოახერხა, დანარჩენ 2 მატჩში კი 9 გოლი გაიტანა. Goal.com-ის თანახმად, მიმდინარე სეზონში "რეალმა" ჩატარებული მატჩების 28.57%-ში გოლის გატანა ვერ მოახერხა. შედარებისთვის, იმ პერიოდში, როდესაც "სამეფო კლუბის" ღირსებას კრიშტიანუ რონალდუ იცავდა, ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 8.86%-ს შეადგენდა.

სხვა სტატიები