Belive

ზიდანი: "ლონდონელებმა ფაქტობრივად ყველა ასპექტში გვაჯობეს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
5 მაისს უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ლონდონის "ჩელსიმ", მადრიდის "რეალს" უმასპინძლა. პირველი შეხვედრის ანგარიშიდან გამომდინარე, მადრიდელებს აუცილებლად უნდა გაეტანათ გოლი, რათა მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ებრძოლათ, თუმცა მოედანზე მოვლენები სრულიად სხვაგვარად წარიმართა. შესაძლებელია ითქვას, რომ ლონდონელებმა მწვრთნელის დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს. მასპინძლებმა "სამეფო კლუბს" 2:0 სძლიეს და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3:1 იმარჯვეს, რითაც 9-წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება კვლავ მოიპოვეს.
"დღევანდელ შეხვედრაში ლონდონელებმა ფაქტობრივად ყველა ასპექტში გვაჯობეს და დამსახურებულად მოიპოვეს ფინალის საგზური"  "იმ პირობებში, რომ სეზონის განმავლობაში უამრავი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასვლა ურიგო შედეგი არაა, თუმცა ცხადია ჩემპიონობა აჯობებდა", - აცხადებს ზიდანი.
პრესკონფერენციაზე ზიდანს ჰკითხეს იქნებოდა თუ არა "რეალის" მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში:
"წინ ლა ლიგაში გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გვაქვს, სადაც ჩემპიონის ვინაობა უნდა გადაწყდეს - ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ, ვიქნები თუ არა მომდევნო სეზონში მწვრთნელი, არ ვიცი", - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ფრანგმა სპეციალისტმა.
29 მაისს, ლონდონის "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები