Belive

ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედს უახლოვდება!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Mirror იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელებმა ზინედინ ზიდანს შეუთვალეს, რომ ჯერჯერობით ყველა შეთავაზებაზე უარი თქვას და მათ წინადადებას დაელოდოს. როგორც ჩანს გუშინდელი მოგების მიუხედავად, სადაც მანჩესტერელებმა "ნიუკასლი" ქამბექით 3:2 დაამარცხეს, "იუნაიტედის" ბოსები მაინც უკმაყოფილოები არიან. აღსანიშნავია, რომ ეს მანჩესტერელთა ბოსების ნაცადი ხერხია, ზუსტად ასეთი შეტყობინება მათ ჟოზე მოურინიოსაც გაუგზავნეს, როდესაც ლუის ვან გაალის გუნდიდან გაშვება დღის წესრიგში იდგა, როგორც სანდო წყარო იტყობინება "მანჩესტერის" უფროსობას იმედი აქვს რომ ფრანგი სპეციალისტი გუნდში ატმოსფეროს გამოასწორებს. შეგახსენებთ რომ, ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა სამჯერ ზედიზედ მოიგო.

სხვა სტატიები