Belive

ზიდანი მანჩესტერში? | ვინ გაწვრთნის ინგლისურ კლუბს?

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედი” “უოტფორდთან” სტუმრად, ანგარიშით – 1:4 დამარცხდნენ, მანჩესტერული კლუბის მესვეურებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ამჟამად მთავარი საფიქრალის წინაშეა - თუ ვინ იქნება გუნდის მომავალი მთავარი მწვრთნელი. მსოფლიო სპორტული მედია აქტიურად მიმოიხილავს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დასანიშნ შესაძლო კანდიდატურებს, რომელთა შორის ზინედინ ზიდანიც მოხვდა. ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური კლუბიდან ფრანგმა სპეციალისტმა შეთავაზება მიიღო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ზიდანის ინტერესებში "წითელი ეშმაკების" გაწვრთნა არ შედის. 49 წლის სპეციალისტის უინტერესობას მანჩესტერული კლუბის მიმართ, ფეხბურთელის ახლო გარემოცვაც ადასტურებს. როგორც ცნობილია ზიდანის მიმართ დაინტერესებას საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან და "პარი სენ-ჟერმენიდანაც" გამოთქვამენ, შესაბამისად ფრანგ სპეციალისტს ხსენებული ორი ვარიანტი უპირობოდ ურჩევნია ინგლისურ კლუბს. "პსჟ"-ის დაინტერესებას ზიდანისადმი კიდევ უფრო ამყარებს ის აზრი, რომ ფრანგული კლუბის ამჟამინდელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო, "იუნაიტედის" მომავალი მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი ვარიანტია. 

სხვა სტატიები