Belive

ზიდანი მიანიშნებს, რომ ბეილი მას აღარ სჭირდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალმა" პრიმერა დივიზიონის უკანაკნელ ტურში მორიგი სამარცხვინო მარცხი იწვნია - მადრიდელებმა "ბეტისთან" ანგარიშით 0:2 წააგეს და მიმდინარე სეზონში, ლა ლიგაში, მე-12 მარცხი იწვნიეს. უკანასკნელ 3 წელიწადში 3 ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდისთვის ეს სეზონი ძალიან წარუმატებელი გამოდგა: "რეალმა" წარმატებას ვერცერთ სარბიელზე ვერ მიაღწია. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ზინედინ ზიდანს ამჟამინდელ შემადგენლობასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს. კითხვები განსაკუთრებით კეილორ ნავასისა და გარეთ ბეილის მომავალს ეხებოდა, რაზეც ფრანგმა სპეციალისტმა ასეთი პასუხი გასცა: "ვერ გეტყვით, ეს მათთვის ბოლო მატჩია თუ არა. კეილორმა დღეს კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ არ ვიცი მომავალში რა იქნება. რაც შეეხება ბეილს, ვწუხვარ რომ მან დღეს ვერ ითამაშა, თუმცა ჩემს გუნდში ის ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან. ვერავინ უარყოფს, რომ ბეილს გუნდისთვის უდიდესი სარგებელი აქვს მოტანილი, მაგრამ მე გუნდის მწვრთნელი ვარ და დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვრო. ბოლო მატჩებში სხვა ფეხბურთელებს ვათამაშებდი და პირდაპირ გეტყვით, მეოთხე ცვლილების შესაძლებლობა რომ მქონოდა, ბეილი მოედანზე მაინც არ გავიდოდა. ჩემი ვალდებულება გუნდის ინტერესებიდან მოქმედებაა," განაცხადა ზიდანმა.

სხვა სტატიები