Belive

ზიდანი: მწვრთნელი, რომელსაც კამპ ნოუზე არასოდეს წაუგია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
24 ოქტომბერს, ესპანური ფეხბურთისა და ზოგადად, ფეხბურთის გამორჩეული დერბი გაიმართება: "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "რეალს" უმასპინძლებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ "რეალი" დერბის ძალიან ცუდ ფორმაში ხვდება: ბოლო ორი მატჩი მადრიდელებმა "შახტართან" და "კადისთან" დათმეს და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ "ლევანტესთან", "ვალიადოლიდთან" და "ბეტისთან" დამაჯერებელი გამარჯვება ვერ მოიპოვეს. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზიდანს "კამპ ნოუზე" დღემდე არასოდეს წაუგია: ფრანგის ხელმძღვანელობით, "რეალმა" კატალონიაში 5-ჯერ ითამაშა (2 მოგება, 3 ფრე) და მარცხი ჯერჯერობით არ განუცდია. ცუდ ფორმაში ყოფნის გარდა, ზიდანს დამატებითი საფიქრალიც აქვს: მატჩს რამოსი, კარვახალი, აზარი, ოდეგორი, დიასი და ოდრიოსოლა გამოტოვებენ. რამოსის არყოფნაში, დაცვის ლიდერის ფუნქციას ვერც რაფაელ ვარანი ითავსებს: გუნდმა ბოლო მატჩში 3 გოლი გაუშვა, ვარანმა კი ავტოგოლი მიითვალა. შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით, 18:00-ზე გაიმართება.  

სხვა სტატიები