Belive

ზიდანი ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყველა ფეხბურთელისთვის "ბლანკოსში" თამაში დიდი პატივი და ოცნებაა. არაერთ ფეხბურთელს უთქვამს, რომ მადრიდში თამაში ახდენილი ოცნებაა. ტიბო კურტუა, ლუკა იოვიჩი, ედენ აზარი - მათ ინტერვიუებში ხშირად ვხვდებოდით მსგავს ფრაზებს. "სამეფო კლუბის" თავკაცი ზინედინ ზიდანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. მარკას ინფორმაციით გუნდს მარტინ ოდეგორი დაუბრუნდება და მასთან ერთად გუნდში ორი ან სამი ნახევარმცველი კიდევ მოვა. გავრცელებული ინფორმაციით ფრანგ სპეციალისტს სურს, რომ გუნდი ლუკა მოდრიჩმა, ხამეს როდრიგესმა და ისკომ დატოვონ. მათ ნაცვლად ზიდანი დონი ვან დე ბეეკს, პოლ პოგბას და ედუარდო კამავინგას მოიაზრებს. ყველაზე ახლოს ტრანსფერთან ჰოლანდიელი ფეხბურთელია. პოგბას საგა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ხოლო რაც შეეხება ამავინგას, მას "რენი" 100 მილიონზე  ნაკლებად არ შეელევა. მიმდინარე სეზონში "ბლანკოსის" ნახევარდაცვაში ხშირად ვედავთ კროოს, კაზემიროს და ფედე ვალვერდეს, რომლებიც მოედნის ცენტრში შესანიშნავ ტრიოს ჰქმნიან. საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ამ ტრანსფერების შემთხვევაში ვინ იქნება მადრიდის "რეალის" ძირითადი შემადგენლობის წევრი. კონკურენცია საკმაოდ მაღალი იქნება.

სხვა სტატიები