Belive

"ზიდანი საფრანგეთია, ის სათანადოდ უნდა დავაფასოთ" - მბაპე

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავი - კილიან მბაპე, ფრანგი ლეგენდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კილიან მბაპემ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ზინედინ ზიდანს სათანადო პატივს არ სცემენ.

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ, ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუკავშირეს და დეშამის შემცვლელად დაასახელეს, თუმცა დეშამმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. მოგვიანებით კიდევ უფრო სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს დაუკავშირეს.

ზინედინ ზიდანის შესახებ დასმულ კითხვას, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ორაზროვანი პასუხი გასცა, რის გამოც მბაპეს კრიტიკა დაიმსახურა.

"არ მადარდებს. ზიდანს შეუძლია წავიდეს სადაც სურს. მას შეუძლია წავიდეს სადაც სურს - კლუბსა თუ ეროვნულ ნაკრებში. ზიდანს უამრავი მიმდევარი ჰყავს და ის ყოველთვის რადარზეა. ზოგიერთი მათგანი დეშამის წასვლას ელის, რათა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზიდანი იხილოს - ვერ ვხვდები, რატომ უნდა წავიდეს დეშამი?

ზიდანს არასდროს შევხვედრივარ, ჩვენ არ გვისაუბრია, რადგან დეშამთან დამშვიდობების მიზეზს ვერ ვხედავ. ზოგიერთი ჟურნალისტი უნდა შეიცვალოს, რადგან არ იციან რა დაწერონ და მხოლოდ ნეგატივზე არიან კონცენტრირებული.

შეეცადა ზიდანი ჩემთან დაკავშირებას? არა და რომც დაერეკა ტელეფონს არ ვუპასუხებდი. რისთვის მეპასუხა - რომ მეთქვა, რომ სხვა კლუბი ან ნაკრები მოეძებნა?"- ნოელ ლე გრე.

კილიან მბაპე Twitter-ზე განთავსებული პოსტით, ლე გრეს კომენტარს გამოეხმაურა, ზიდანს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა: "ზიდანი საფრანგეთია - ლეგენდას ასეთ შეურაცხყოფას არ ვაყენებთ".

სხვა სტატიები