Belive

ზიდანი: "შეხვედრა უნდა გადადებულიყო"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლა ლიგის მე-18 ტურში "ოსასუნასა" და "რეალის" შეხვედრა გაიმართა და მატჩი უგოლოდ - ფრედ 0:0 დამთავრდა. ესპანეთში ქარიშხალმა "ფილომენამ" და დიდთოვლობამ პრობლემები გამოიწვია, ლა ლიგაში 9 იანვარს გასამართი მატჩი "ატლეტიკოსა" და "ბილბაოს" შორის საერთოდ გადაიდო. მიუხედავად დიდთოვლობისა და უამინდობისა, პამპლონაში "ოსასუნასა" და "რეალის" შეხვედრა მაინც შედგა. მატჩის შემდეგომ კომენტარი გააკეთა "რეალის" ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა. ფრანგი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რომ გუნდებს ასეთ ცუდ პირობებში მოუწიათ თამაში. "რეალი" რამდენიმე საათი ვერ ახერხებდა თამაშზე გაფრენას მადრიდიდან  - თვითმფრინავი სამ საათზე მეტ ხანს ასაფრენ ბილიკზე იდგა და ნებართვას ელოდებოდა.  მატჩის ჩატარება კი გუნდებს რთულ პირობებში მოუწიათ. ზიდანმა განაცხადა:
"ცუდი თამაში გამოგვივიდა, მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო, ჩვენ ყველაფერს ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ეს ფეხბურთი არაა. თამაში აუცილებლად უნდა შეჩერებულიყო. ახლაც კი არ ვიცით, როდის შევძლებთ მადრიდში დაბრუნებას. საჭირო იყო შეხვედრის გადადება, მაგრამ ახლა ეს უკვე წარსულია. მსგავს პირობებში თამაში შეუძლებელია".
ესპანეთის ჩემპიონატში "რეალი" 18 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 37 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ატლეტიკოს" 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა სიმეონეს გუნდს 3 შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული.    

სხვა სტატიები