Belive

ზიდანი თავის ფეხბურთელებს ვიდეო ზარებით ესაუბრება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო ლა ლიგა უკვე 3 კვირაა შეწყდა. ზუსტად ამ პერიოდის მანძილზე, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ერთმანეთი არ უნახავთ. უკლებლივ ყველა ფეხბურთელი სახლში რჩება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ამასთან დაკავშირებით ზინედინ ზიდანმა პარასკევს, თავის ყველა ფეხბურთელს ვიდეო ზარით დაურეკა, რათა ნახოს თუ როგორ უმკლავდებიან ისინი ამ მდგომარეობას. ფრანგ სპეციალისტს ტაქტიკაზე არ უსაუბრია. მან მხოლოდ იხილა, თუ როგორ ფიზიკურ ფორმაში არიან მისი ფეხბურთელები. "სამეფო კლუბის" თავკაცს სურს, რომ ფეხბურთელები ერთმანეთთან მუდამ კავშირში იყონ და ერთმანეთი გაამხნევონ. ზიდანს რეგულარული კონტაქტი აქვს გრეგორი დუპონტთან, რომელიც ფეხბურთელებს ფიზიკური დატვირთვის რეჟიმს ადგენს. ფრანგი, დუპონტს მთლიან ნდობას უცხადებს, თუმცა მას მაინც სურდა, რომ ენახა თავისი ფეხბურთელები.

სხვა სტატიები