Belive

ზიდანი: "თუ ლივერპულს შევხვდებით, გავანადგურებთ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გამარჯვებით დასრულების ("ბრიუგესთან" 3:1) შემდეგ, პლეი-ოფსა და სავარაუდო მეტოქეებზე ისაუბრა. "ამ გამარჯვებით და ნაჩვენები თამაშით კმაყოფილები ვართ. მატჩის დასაწყისში სირთულეები შეგვექმნა, რაც 10-15 წუთი გაგრძელდა, მეორე ტაიმში კი გაცილებით უკეთ ვითამაშეთ.  ​იოვიჩის თამაში ჩემი პრობლემაა და არა თქვენი. მან ყოველდღე უნდა იშრომოს და შემდეგ სათამაშო დროსაც მიიღებს, კითხვებს კი პასუხები გაეცემა. დიახ, მისთვის ეს მარტივი არ არის, მაგრამ სიტუაციას კარგად აცნობიერებს.  პლეი-ოფში თუ "ლივერპულს" დავუპირისპირდებით მათ გავანადგურებთ",-თქვა ლეგენდარულმა ფრანგმა. "სამეფო კლუბი" A ჯგუფში 11 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე კი სწორედ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული და პრემიერლიგის ლიდერია.

სხვა სტატიები