Belive

ზიდანი: "ვინიციუსმა ეს დაიმსახურა" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
5-წლიანი პაუზის შემდეგ, ლა ლიგის ეგიდით "სანტიაგო ბერაბეუზე" ჩატარებულ ელ კლსიკოში გამარჯვების (2:0) შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთაარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შეხვდრა შეაფასა და 3 ქულის მომტანი გოლის ავტოის ვინციუს ჯუნიორის გამო კმაყოფილება გამოხატა. "მოხარული ვარ, მან ეს დაიმსახურა. ეს რთული მეტოქის წინააღმდეგ გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლი იყო.  მინდოდა, რომ ისკოს დარტყმული გასულიყო, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საოცარი ბურთი მოიგერია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მარიანო დიასმა დღეს წინსვლა გამოავლინა. ის უბრალოდ მივიდა ბურთთან და გაიტანა, რაც მარტივი არ არის, მითუმეტეს იმ ფეხბურთელისთვის, რომელსაც საკმარისი სათამაშო დრო არ ჰქონია. მის გამო ყველანი ბედნიერები ვართ. პირველ ტაიმში რამდენიმე შეცდომა დავუშვით და თამაშის დალაგება ვერ შევძელით, თუმცა მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ და გამარჯვებაც მოვახერხეთ", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

იხილეთ მიმოხილვა: რეალი 2:0 ბარსელონა

სხვა სტატიები