Belive

ზიდანი ჟურნალისტებს მბაპეს შესახებ პასუხობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზინედინ ზიდანმა ქალაქ ბორდოში გამართულ საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გახლდათ, ვინაიდან 1998 წლის საფრანგეთის საფეხბურთო ეროვნული ნაკრებისა და 1999 წლის საფრანგეთის რაგბის ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ, ფორმატიც, რა თქმა უნდა, განსხვავებული იყო - 45 წუთი ფეხბურთი, 45 წუთი კი რაგბი, ზიზუ ორივე სპორტში შესანიშნავად გამოიყურებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა სიტუაცია ხელიდან არ გაუშვეს და მადრიდის "რეალის" თავკაცს კილიან მბაპეს მომავლის შესახებ ჰკითხეს, ლეგენდარულმა ფრანგმა ჟურნალისტებს მოკლედ და მრავლისმთქმელად უპასუხა. "მბაპე პარიზში თავს შესანიშნავად გრძნობს", - განაცხადა ზიდანმა. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში მადრიდის "რეალი" აქტიურად ცდილობს მბაპეს გადაბირებას, თუმცა უშედეგოდ...

სხვა სტატიები