Belive

ზიდანის კომენტარი ბეილის უცნაური გადაწყვეტილების შესახებ

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მადრიდის რეალის" ირგვლის ბოლო პერიოდის განმავლობაში უცხოურ მედიაში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა ამჯერად ჟურნალისტების ყურადღება ზინედინ ზიდანზე შეჩერდა, რომელსაც შეკითხვები გარეთ ბეილის შესახებ დაუსვეს. პირველი და მთავარი შეკითხვა ზიდანისადმი აუდის თასზე ბეილის განაცხადში არ ყოფნა გახლდათ, რა დროსაც ბეილი, მაგიერ იმისა, რომ საკუთარი გუნდისა და ყოფილი გუნდის თამაშისათვის თვალყური მიედევნებინა, გოლფის თამაშით დაკავდა. "დიდი იმედი მაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და ბეილი მადრიდში ვარჯიშობდა, თუმცა ამაზე ზუსტ პასუხს მაშინ გაგცემთ, როდესაც მადრიდში დავბრუნდებით. შესაძლოა ის მართლაც გოლფს თამაშობდა, თუმცა მე მისთვის არაფრის აკრძალვას არ ვაპირებ", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა. ზიდანმა ჟურნალისტებს ორიოდ სიტყვა კლუბის შესახებაც უთხრა. "ეს პერიოდი მაქსიმალურად პროდუქტიულად უნდა გამოვიყენოთ, ვინაიდან გუნდი ახალ სეზონს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს. ნამდვილად ცუდი "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ 3 გოლის გაშვება და ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ამ შედეგის გამოსასწორებლად, თუმცა თურქებთან გამართულ მატჩზე ვიტყვი, რომ მთავარი შედეგია", - ამ სიტყვებით დაასრულა ზიდანმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა. შეგახსენებთ, ლა ლიგა 16 აგვისტოდან აიღებს სტარტს, სადაც კარგად გამოჩნდება იყო თუ არა მადრიდელებისათვის ზასაფხულო პერიოდი პროდუქტიული.

სხვა სტატიები