Belive

ზიდანის კომენტარი მადრიდული დერბის წინ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
13 დეკემბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ალფრედო დი სტეფანოზე" მადრიდული დერბი გაიმართება. ზიდანის "რეალი" სიმეონეს "ატლეტიკოს" უმასპინძლებს. 10 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ არგენტინელი სპეციალისტის გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილს 26 ქულით ლიდერობს. მიმდინარე სეზონში "ატლეტიკო" ესპანეთის ჩემპიონატში დაუმარცხებელია და მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული. რაც შეეხება ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს "რეალს", გუნდი 11 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 20 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, შესაბამისად, "ატლეტიკოს" 6 ქულით ჩამორჩება და ერთი მატჩით მეტიც აქვს გამართული. ზინედინ ზიდანი თვლის, რომ მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" ძალიან კარგი შანსი ექნება 2013-14 წლების შემდეგ კვლავ გახდეს ესპანეთის ჩემპიონი. ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა "ატლეტიკო" ლა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი, ფრანგმა სპეციალისტმა უპასუხა: "დიახ, რა თქმა უნდა".
"დიახ, ისინი ფავორიტები არიან. ეს ჩანს იქიდან, რასაც ისინი მინდორზე აჩვენებენ. ყველაფერი კარგად გამოსდით, ისინი ყოველთვის იყვნენ კონკურენტუნარიანები და ახლა პირველები არიან". "ჩვენ გვაინტერესებს, რის გაკეთებას შევძლებთ, როგორ ვითამაშებთ. მადრიდული დერბი არის შეხვედრა, რომელსაც გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან და რომლის თამაშიც ფეხბურთელებსაც ძალიან სურთ". "ყველა შეხვედრაში გვინდა ვაჩვენოთ, თუ როგორი გუნდი ვართ, იმაზე ფიქრის გარეშე, მოვიგებთ თუ არა ჩემპიონის ტიტულს. ყველა შეხვედრაში გამარჯვება გვსურს, ჩვენ კონკურენტუნარიანები ვართ". "ყველა შეხვედრას, როგორც ფინალს, ისე ვუდგებით. ასე იქნება "ატლეტიკოსთანაც". მადრიდული დერბი კარგი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ ვაჩვენოთ, თუ რას ვაკეთებთ, როგორც გუნდი. ვიცით, რომელ ადგილზეც ვიმყოფებით. გვინდა კარგი შეხვედრა ჩავატაროთ, როგორც ეს "გლადბახთან" გავაკეთეთ".
   

სხვა სტატიები