Belive

ზიდანის პირველი კომენტარი მას შემდეგ რაც ბეილი გოლფის თამაშის დროს შენიშნეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გარეთ ბეილი, რომელიც დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "რეალს" დატოვებს, გოლფის თამაშის დროს შენიშნეს. საინტერესო კი ის არის, რომ უელსელი ფეხბურთელი ჟურნალისტებმა მადრიდული კლუბისა და ლონდონის "ტოტენჰემის" დაპირისპირებისას დააფიქსირეს. "ფენერბაჰჩესთან" გუშინდელი მატჩის შემდეგ კი ზინედინ ზიდანს პრესკონფერენციაზე ამის შესახებ ჰკითხეს: "ბეილი თავს ცუდად გრძნობდა და ექიმებმა გვირჩიეს, რომ ის მადრიდში დაგვეტოვებინა. დარწმუნებული ვარ, რომ ბეილმა ესპანეთში ივარჯიშა, ჩვენ კი აქ ვართ და გუნდზე ვფიქრობთ," - თქვა ზინედინმა.

სხვა სტატიები