Belive

ზიდანის რეაქცია ბეილის გამოხტომის შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
19 ნოემბერს გარეთ ბეილის უელსმა, უნგრეთის ნაკრებს 2:0 სძლია და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გავიდა. თამაშის შემდეგ ბეილმა გუნდელებთან ერთად გამოიტანა დროშა, სადაც ეწერა: "უელსი, გოლფი, მადრიდი." ამ გამოხტომამ მადრიდელთა გულშემატკივრები გააღიზიანა და ბეილის გუნდიდან მოკვეთაც კი მოითხოვეს.
ესპანური "Marca" აცხადებს , რომ ზინედინ ზიდანი ამ ყველაფერს აიგნორებს და არ უნდა უელსელთან კონფლიქტში შესვლა. ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, რომ კლუბი არ აპირებს გარეთ ბეილის დასჯას და ჩვეულებრივად შეხვდებიან მადრიდში. ამ დამოკიდებულებამ შეიძლება უფრო აღაშფოთოს გულშემატკივარი, რომელიც ასე აქტიურად ითხოვს უელსელის გუნდიდან გაგდებას. ბეილს მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ეგიდით მხოლოდ 6 თამაში აქვს გამართული. ზაფხულში თითქმის გადაწყვეტილი იყო მისი ჩინეთში გადაბარგება, თუმცა მარკო ასენსიოს ტრავმამ ტრანსფერს ხელი შეუშალა. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სხვა სტატიები