Belive

ზიდანის სამსახურით ბუნდესლიგის გრანდი დაინტერესდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ერთადერთი გრანდი არაა, რომელსაც ზინედინ ზიდანს უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, წარუმატებელი სტარტის შემდეგ, "ბაიერნის" ხელმძღვანელები ნიკო კოვაჩის დასჯას გეგმავენ, მის იდეალურ შემცვლელად კი ზინედინ ზიდანი განიხილება. ბუნდესლიგის უკანასკნელ სამ ტურში "რეკორდმაისტერმა" მხოლოდ 1 ქულის აღება შეძლო. აღნიშნულიდან გამომდინარე მიუნხენელები ნიკო კოვაჩის შემცვლელის ძიებაში არიან. RMC Sport-ის მტკიცებით, "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანთან ერთად არსენ ვენგერისა და ლორან ბლანის კანდიდატურებიც განიხილება.

სხვა სტატიები