Belive

ზიდანის საოცარი სტატისტიკა მადრიდის რეალში მუშაობისას

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენაბათ ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალში" მთავარი მწვრთნელის პოზიციას დაუბრუნდა და კლუბს 2022 წლის 30 ივნისამდე უხელმძღვანელებს. "ზიზუ" პირველად გუნდს სათავეში 2016 წელს ჩაუდგა და კლუბს 2018 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელა. ზიდანის ამ პერიოდის სტატისტიკა საოცრად გამოიყურება: 149 - მატჩი მთავარი მწვრთნელის პოსტზე. 104 - გამარჯვება. 69.8 - მოგების პროცენტულობა 16.5 - მატჩში ერთხელ მოგებული ტიტული. 9 - ძირითადი საკლუბო ტიტული. 40 - წაუგებელი მატჩი 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის იანვრამდე, ახალი საკლუბო რეკორდი. 100 - ზიდანმა მთავარი მწვრთნელის პოსტი სამ ტურნირზე ასპროცენტიანი შედეგით დატოვა: საკლუბი მსოფლიო ჩემპიონატზე, უეფას სუპერთასზე და ესპანეთის სუპერთასზე მან ყველა მატჩი მოიგო. 393 - გოლი გაიტანა გუნდმა მისი ხელმძღვანელობით რაც მატჩში საშუალოდ 2.6 გოლია. 9 - სწორედ ამდენი მატჩი წააგო ზიდანმა თავის ბოლო სეზონში  "სანტიაგო ბერნაბეუზე". ორით ნაკლები ვიდრე წინა ორ სეზონშ ერთად. 3 - ზიდანი ერთადერთი მწვრთნელია ისტორიაში რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო.    

სხვა სტატიები