Belive

ზიდანის შესანიშნავი სტატისტიკა კამპ ნოუზე

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს სეზონის პირველი "ელ კლასიკო" გაიმართება. "ბარსელონა" შინ "რეალს" მიიღებს. მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი თავის სამწვრთნელო კარიერაში "ბლაუგრანას" მეცხრედ დაუპირისპირდება. წინა 8 შეხვედრაში ფრანგი სპეციალისტის გუნდმა 3-ჯერ გაიმარჯვა, იმავე რაოდენობის მარცხი განიცადა, 2-ჯერ კი დაპირისპირება ფრედ დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ ზიდანის "რეალს" "კამპ ნოუზე" არასდროს წაუგია. ზიზუს "ბლანკოსს" სტუმრად "ბარსელონასთან" გამართულ 4 თამაშში 2-2 მოგება და ფრე აქვს.

სხვა სტატიები