Belive

ზიდანის შვილმა მადრიდის რეალი დატოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ რაც ზინედინ ზიდანის შვილმა - ლუკა ზიდანმა პროფესიონალური კარიერა დაიწყო, იგი მადრიდის "რეალში" ჩაირიცხა, სადაც სულ 2 მატჩი ითამაშა. რამდენიმე დღის წინ კი მან მიიღო ახალი გამოწვევა ესპანური კლუბისგან, კერძოდ კი სანტანდერის "რასინგისგან". "ჩემი კარიერისთვის მადრიდის "რეალის" დატოვება კარგი იქნება, რადგან სათამაშო დროს არ მეძლეოდა და ახლა ახალ კლუბში დიდ გამოცდილებასა და სათამაშო დროს მივიღებ". - განაცხადა ლუკა ზიდანმა. შეგახსენებთ, რომ სანტანდერის "რასინგი" ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს.

სხვა სტატიები