ზიდანის უფროსი შვილი ესპანეთში დაბრუნდა

ზინედინ ზიდანის ყველაზე უფროსი ვაჟი ენცო ზიდანი ესპანეთში დაბრუნდა. 24 წლის ნახევარმცველმა პორტუგალიური “ავეშის” შემდეგ, კარიერის გაგრძელება ლა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ “ალმერიაში” გადაწყვიტა.

ენცო ზიდანი მადრიდის “რეალის” აკადემიის აღზრდილია და მამამ მას რადენჯერმე მთავარ გუნდშიც უხმო. “ბლანკოსების” მაისურით ენცოს ერთი ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული და გოლით დასრულებული.

ალმერია“, ლა ლიგა 2-ში 25 ტურის შემდეგ 45 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ელიტაში ამოსვლის პრეტენზიას აცხადებს.

(8)

ზიდანის უფროსი შვილი ესპანეთში დაბრუნდა

სტატიის ავტორი
-