Belive

ზიდანმა აზარზე უარი თქვა?!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალიდან" კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ შეტევის მარცხენა ფლანგზე პრობლემები გაჩნდა. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად ედენ აზარის "ჩელსიდან" "რეალში" გადასვლაზე საუბარი უფრო და უფრო აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდში დაბრუნებულ ტრიუმფატორ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს ბელგიელის გადაბირება არ სურს. მის ალტერნატივად მადრიდში "ვესტ ჰემის" შემტევს, ფელიპე ანდერსონს განიხილავენ და 75 მილიონი ევრო უკვე გადადებულიც აქვს. "ჩელსი" აზარში 115 მილიონ ევროს ითხოვს, რაც მადრიდელებს არარეალურ თანხად მიაჩნიათ. ფელიპე ანდერსონი "ვესტ ჰემის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. "ჩაქუჩებმა" "ლაციოს" 41.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. როგორ განვითარდება მოვლენები მადრიდში, ამას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ვნახავთ. ფელიპე ანდერსონი ამ წუთისთვის ყველაზე რეალური კანდიდატია.

სხვა სტატიები