Belive

ზიდანმა "ბარსელონაზე" ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მადრიდის რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თვლის, რომ "ბარსელონას"  ჰყავს შემადგენლობა, რომელიც ყველაფრის მოსაგებად იბრძოლებს. მას შემდეგ, რაც 2019-20 წლების სეზონში "ბარსელონამ" ვერც ესპანეთის ჩემპიონატი და ვერც ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, გუნდს ცვლილებები დასჭირდა, შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და კლუბი რონალდ კუმანმა ჩაიბარა. ამასთან, გუნდი დატოვეს ლუის სუარესმა, ივან რაკიტიჩმა, არტურო ვიდალმა, არტურმა და ნელსონ სემედუმ. კლუბში დაბრუნდა "ბაიერნში" განათხოვრებული კოუტინიო, ხოლო "იუვენტუსიდან" გუნდს პიანიჩი შეუერთდა. "პატივისცემას გამოვიჩენ. ამასთან, არ ვიცი რა ხდება კლუბის შიგნით, ამიტომ არ მინდა ჩავერიო. ვფიქრობ, ყველა კლუბს აქვს თავისი პრობლემები და სირთულეები. ვთვლი, რომ "ბარსელონა" გუნდისა და შემადგენლობის მხრივ არის კლუბი, რომელიც იბრძოლებს ყველა ჯილდოსთვის. ამაში ეჭვი არ მეპარება", - ციტირებს AS ფრანგ სპეციალისტს.

სხვა სტატიები