Belive

ზიდანმა ბეილი ისევ დააიგნორა - უელსელი განაცხადს მიღმა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზინედინ ზიდანსა და გარეთ ბეილს შორის ურთიერთობა რომ დაძაბულია, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია და ფრანგი სპეციალისტი, უელსელს ღიად აიგნორებს. "სამეფო კლუბი" 7 აგვისტოს თბილისის დროით 23:00-ზე პეპ გვარდიოლას გუნდს დაუპირისპირდება. "რეალის" თავკაცმა 24 კაციანი განაცხადი დაასახელა. განაცხადში გარეთ ბეილი ვერ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზიდანი მას საერთოდ აღარ ენდობა და უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი კლუბში დარჩენა აღარ სურს.

მეკარეები: კურტუა, არეოლა, ალტუბე მცველები: კარვახალი, ვარანი, მარსელო, მენდი, მილიტაო, ნაჩო, ხავი ერნანდესი. ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე, ისკო. თავდამსხმელები: ბენზემა, ვასკესი, ასენსიო, აზარი, იოვიჩი, ბრაჰიმი, ვინისიუსი, როდრიგო. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა მადრიდის "რეალმა" საკუთარ სტადიონზე 1:2 დათმო.

სხვა სტატიები