Belive

ზიდანმა დაადასტურა - აზარი სათამაშოდ მზად არის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა - ზინედინ ზიდანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ბელგიელი ვარსკვლავი - ედენ აზარი, სრულ მზადყოფნაშია და მზად არის, რომ 24 აპრილს "ბეტისის" წინააღმდეგ მოედანზე დაბრუნდეს.

ედენ აზარმა ბოლო 2021 წლის 13 მარტს, "ელჩეს" წინააღმდეგ ითამაშა, შემდეგ კი ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და 9 თამაშის განმავლობაში კლუბს ვერ ეხმარებოდა. ზიდანმა ის ფაქტიც აღნიშნა რომ, თუკი აზარი ფორმაში შესვლას მოასწრებს, იგი ყოფილ კლუბთან "ჩელსისთან", ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც ითამაშებს.  

სხვა სტატიები