Belive

ზიდანმა მარსელო, ისკო და ნავასი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალი" ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მიმდინარე სეზონში პირველი მატჩის გასამართად ემზადება. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ფრანგმა ძირითად შემადგენლობაში ისკო, მარსელო და კეილორ ნავასი დააბრუნა - ფეხბურთელები, რომლებმაც ზიდანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3-ჯერ მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. სანტიაგო სოლარის მწვრთნელობის პერიოდში, ისკომ და მარსელომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგეს: არგენტინელი სპეციალისტი ღიად აცხადებდა, რომ ისკო ვარჯიშებზე არასათანადოდ იხარჯებოდა, ხოლო მარსელო კი კარგ ფორმაში არ იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, მარსელოს ადგილი ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა რეგილონს ჰქონდა დაკავებული. რაც შეეხება კეილორ ნავასს - სეზონის დასაწყისში "რეალმა" ბელგიელი ტიბო კურტუას სანაცვლოდ სოლიდური თანხა, €35 მილიონი გადაიხადა. შესაბამისად, არც იყო გასაკვირი, რომ კეილორ ნავასი ძირითადში ადგილს დაკარგავდა: კოსტა რიკელმა მეკარემ წელს ძირითადში სულ 14-ჯერ ითამაშა, თუმცა აქედან 7-ჯერ მან ესპანეთის თასზე ითამაშა. საინტერესო ფაქტია, რომ გუნდში დაბრუნების შემდეგ, ზიდანი აქცენტს იმ ფეხბურთელებზე აკეთებს, რომლებიც მას უკვე გამოცდილი ჰყავს და რომლებსაც მეტ ნდობას უცხადებს. "რეალსა" და "სელტას" შორის შეხვედრა 16 მარტს, თბილისის დროით 19:15-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები