Belive

ზიდანმა მარცხი საკუთარ თავზე აიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში, "ბეტისი" "რეალს" დაუპირისპირდა. "ბენიტო ვილამარინზე" გამართული მატჩი "ბეტისის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე, ზინედინ ზიდანმა "რეალის" ფეხბურთელები დაიცვა და მარცხი საკუთარ თავზე აიღო. "დღეს არაფერი გამოგვივიდა და ამაში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. მომხდარი უნდა გავაანალიზო. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყოველთვის ჩემი ფეხბურთელების გევრდით ვიდგები, პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ - მომხდარს ყველა ერთად გადავხედავთ და ბრძოლას გავნაგრძობთ." "ძალიან ცუდად ვითამაშეთ და უამრავი შეცდომა დავუშვით. დღეს ყველაფერი გვაკლდა, შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი გავმართეთ. მოგება არ დაგვიმსახურებია. მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ და გამოსწორება ვერ შევძელით - ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის დავიცავ", - აღნიშნა ზინედინ ზიდანმა.

სხვა სტატიები