Belive

ზიდანმა მასშტაბური ცვლილებები დააანონსა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზინედინ ზიდანმა "რეალის" გადახალისებასა და მასშტაბურ ცვლილებებზე ისაუბრა. მიმდინარე სეზონის ჩაგდების შემდეგ მადრიდულ გრანდში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა დადგა. სანტიაგო სოლარის ჩანაცვლებისა და "რეალში" კვლავ დაბრუნების შემდეგ, ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბლანკოსში" ცვლილებები განხორციელდება. "ჩემი ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანი და კარგია მაგრამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელია. უამრავი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც კლუბისათვის საჭირო თანხის მოძიებაში დაგვეხმარებიან. ცვლილებები მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ განხორციელდება. ყველა ვიხილავთ, თუ რა ცვლილებებს განვახორციელებთ, ვინ მოვა და ვინ დატოვებს გუნდს", - აღნიშნა ზინედინ ზიდანმა. გავრცელებული ინფორმაციით, ზიდანის ფავორიტთა შორის ედენ აზარი და პოლ პოგბა დომინირებენ. "რეალის" დატოვების მთავარ კანდიდატად კი გარეთ ბეილი განიხილება.

სხვა სტატიები