Belive

ზიდანმა ნეიმარსა და მბაპეზე კომენტარი გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "პარი სენ-ჟერმენის" ლიდერებზე, ნეიმარსა და კილიან მბაპეზე ისაუბრა.
"ნეიმარი თუ მბაპე? მე არ ვაპირებ იმ ფეხბურთელებზე საუბარს, რომლებთანაც არ ვმუშაობ. თუმცა მბაპეს გაწვრთნა ჩემთვის უფრო სასიამოვნო იქნება, როგორც ყველა კარგი ფეხბურთელის. ახლა ამაზე სასაუბრო დრო და მომენტი არ არის" - განაცხადა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი "რეალში" დაბრუნდა და გუნდის გაძლიერებას აპირებს. აქტიურად მიდის საუბარი, რომ ნეიმარი ან მბაპე შესაძლოა ზაფხულში გუნდმა შეიძინოს.

სხვა სტატიები