Belive

ზიდანმა უარი 5 ნაკრებს უთხრა, სპეციალისტს მუშაობა იუვენტუსში სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, ,,იუვენტუსში'' მუშაობა სურს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 50 წლის სპეციალისტმა შეთავაზებაზე უარი ხუთ ეროვნულ ნაკრებს - პორტუგალიას, ბრაზილიას, კატარს, აშშ-სა და ემირატებს უთხრა.

მეორე მხრივ, ტურინულ გუნდში ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის ენდობიან და მის გაშვებას არ განიხილავენ.

ზინედინ ზიდანის ბოლო გუნდი ,,რეალი” იყო, რომელიც 2021 წლის მაისში დატოვა. სპეციალისტმა ,,სამეფო კლუბთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სამჯერ შეძლო.

გუშინ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ქულების დაკლების გამო, ტურინული კლუბი 22 ქულით სერია A-ს მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა. ,,ბებერ ქალბატონებს” აღნიშნული გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება აქვთ.

სხვა სტატიები