Belive

ზიდანმა ურთულესი მეტოქე დაასახელა, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის და ლეგენდარული ფეხბურთელის, ზინედინ ზიდანის შეფასებით, პოლ სქოულზი განსაკუთრებით რთული მეტოქე იყო, ვის წინააღმდეგაც კარიერაში უთამაშია. სქოულზთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა ფრანგმა The Daily Mirror-თან ისაუბრა.
სქოულზი უმაღლესი კლასის მოთამაშე იყო, ძალიან ვნანობ, რომ მასთან ერთად თამაში არ მომიწია. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მექოქე, რადგან ბურთის მიღებისას, ფიქრის დროს საერთოდ არ გაძლევდა. სქოულზი აკეთებდა ყველაფერს იმისთვის, რომ მოედანზე მაქსიმალურად არაკომფორტულად გეგრძნო თავი", - განაცხადა ზიდანმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზიდანმა სქოულის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ანალოგიურ შეფასებებს ვხვდებით მის ინტერვიუში The Guardian-თან, სადაც ზიდანმა ინგლისელს "თაობის საუკეთესო ფეხბურთელი" უწოდა.

ასევე იხილეთ: სქოულზი, ლამპარდი თუ ჯერარდი? – ოუენმა საუკეთესო დაასახელა

სხვა სტატიები