Belive

ზიეჩის და არსენალის ისტორია - რატომ არ აპირებენ მეთოფეები მაროკოელი ფეხბურთელის ყიდვას

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიუხედავად იმისა რომ ჰაკიმ ზიეჩი "არსენალში" გადასვლის სურვილს არ მალავდა "მეთოფეებმა" მის შეძენაზე უარი თქვეს. ჰაკიმმა გასულ სეზონში თავი ევროპის გამორჩეულ ტალანტად წარმოაჩინა, და "აიაქსს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა. მაროკოელის ირგვლივ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო და სავარაუდო კლუბების რაოდენობაც სერიოზული იყო, ყველაზე აქტიურად ლონდონური კლუბის სახელი ისმოდა, და ყველა ელოდა რომ ზიეჩის საოცრად დაბალი გამოსასყიდი თანხის, 25 მილიონის გადახდა "არსენალს" არ უნდა გასჭირვებოდა. მაგრამ ჟურნალისტ დევიდ ორნშტეინის განცხადებით ლონდონელებმა ზიეჩის შეძენა მას შემდეგ გადაიფიქრეს რაც სკაუტებმა მის შესახებ სრული შეფასება ჩამოიტანეს. მიუხედავად დაბალი სატრანსფერო თანხისა უნაი ემერიმ გადაწყვიტა, რომ "არსენალის" სატრანსფერო გეგმებში ამ ეტაპზე ზიეჩი არ შედის, ეს კიდევ უფრო უცნაური ხდება იმის გამო რომ ლონდონელთა სატრანსფერო ბიუჯეტი გავრცელებული ცნობით მხოლოდ 45 მილიონი ფუნტია. "მეთოფეების" სახელი ბევრ შემტევს დაუკავშირეს, მათ შორის "კრისტან პალასის" თავდამსხმელს, უილფრიდ ზაჰას, თუმცა ფინანსური შესაძლებლობები "არსენალისთვის" ამ მხრივ ნამდვილი წინაღობაა . ორნშტეინის ცნობით "არსენალი" ზაჰას შემთხვევაში უშანსოდაა თუ დამატებითი თანხები არ იქნა მოძიებული, "კრისტალ პალასს" ზაჰას სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი სურს, რაც ემერის გუნდის შესაძლებლობებს ამ ეტაპზე ბევრად აღემატება. ამიტომაც უკავშირებდნენ ზიეჩის სახელს "არსენალს", მაროკოელმა გასულ სეზონში 21 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი გააკეთა, და "აიაქსის" დირექტორის მარკ ოვერმარსის ცნობით იგი ამ ზაფხულს აუცილებლად გაიყიდებოდა. "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", მიუნხენის "ბაიერნი", და ბოლოს "სევილია" ზიეჩის დაბალი სატრანსფერო ფასის გამო მოსალოდნელია რომ ამ გუნდებს, რომლებსაც ზიეჩის გადაბირება სურთ, სულ ცოტა ხანში კიდევ არაერთი მიემატება.

სხვა სტატიები