Belive

ზიეჩმა ჩელსისთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰაკიმ ზიეჩის ტრანსფერის შესახებ 1 თვის წინ გახდა ცნობილი. "აიაქსის" ვარსკვლავი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "ჩელსის" მაისურს მოირგებს. მიუხედავად ნაადრევად გავრცელებული ინფორმაციისა, ზიეჩმა კონტრაქტის პირობებს რამდენიმე საათის წინ მოაწერა ხელი. გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ზიეჩი "ჩელსის" ღირსებას 5 წლით დაიცავს. ლონდონელებმა ოფიციალურად დაადასტურა ზიეჩის ტრანსფერი. 26 წლის მოროკოელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "არისტოკრატებმა" €40 მილიონი გადაიხადეს. "აფრთოვანებული და ამაყი ვარ, რადგან დიდებულ კლუბს შევუერთდი. მოუთმენლად ველი მომავალი სეზონის დაწყებას და ვიმედოვნებ, რომ "ჩელსისთან" ერთად წარმატებას მივაღწევ", - აღნიშნა ჰაკიმ ზიეჩმა.

სხვა სტატიები