Belive

ზიკო: "მესის საუკეთესოობის დასამტკიცებლად მსოფლიო ჩემპიონობა არ სჭირდება"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ბრაზილიელმა ზიკომ ლიონელ მესიზე ისაუბრა და მის გენიალურობას ხაზი გაუსვა. ზიკოს აზრით, იმისთვის რომ მესი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე იყოს, მუნდიალის მოგება სულ არ არის საჭირო.
"დღესდღეისობით, ხალხი მხოლოდ ტიტულებს უყურებს. ჩემი აზრით, ფეხბურთელის კარიერა და მისი თამაშის მანერა და ხარისხი ამ ტიტულებზე მნიშვნელოვანია. ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და ხშირად ყველაფერს ერთი ფეხბურთელი ვერ გააკეთებს. შესალებელია, რომ ზოგჯერ ერთმა ფეხბურთელმა თამაშის ბედი გადაწყვიტოს, რაც მესისგან გვინახავს, თუმცა ერთი მოთამაშე ჩემპიონატს მარტო ვერ მოიგებს". "იოჰან კრუიფს მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია, თუმცა ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მუდამ ასე დარჩება. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის მსოფლიო ჩემპიონობა, მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხი, მანერა და გუნდურობა" - განაცხადა ბრაზილიელმა ლეგენდამ.

სხვა სტატიები