Belive

ზინჩენკო: "ამ მატჩის შემდეგ გვარდიოლა გასახდელშიც კი არ შემოვიდა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტის" მცველი ოლექსანდრ ზინჩენკო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "ლიონთან" მარცხის შემდეგ, თავისი გუნდის გასახდელში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს. "ამ ყველაფერს ვერ დავივიწყებ. შეუძლებელია იმ ყველაფრის დავიწყება, რაც იმ მატჩში მოხდა. მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გასახდელში არც კი შემოსულა, მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს. რა უნდა თქვა მაშინ, როცა ყველაფერი ისედაც აშკარაა?! პირადად მე მრცხვენია დავიდ სილვას და კლაუდიო ბრავოსი, რომლებმაც გუნდში ბოლო მატჩი ჩაატარეს და ისინი მარცხით გავაცილეთ. ჩვენ გვინდოდა, რომ ტიტული მათ გამო მოგვეგო", - თქვა უკრაინელმა ფეხბურთელმა. "ქალაქელები" ლისაბონში გამართულ ჩემპიუონთა ლიგის პლეი-ოფში ფრანგულ კლუბტან - 1:3 დამარცხდნენ.

სხვა სტატიები