Belive

ზინჩენკო და იარმოლენკო აგვისტოს ომის ტრაგიკულ მოვლენებს გამოეხმაურნენ | PHOTO

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერები ოლეკსანდრ ზინჩენკო და ანდრეი იარმოლენკო აგვისტოს ომის ტრაგიკულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. პრემიერ ლიგის ვარსკვლავებმა Instagram-ზე განთავსებულ Story-ში რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიეს და აღნიშნეს, რომ კრიმინალი და სამხედრო დანაშაული, რომელსაც რუსეთი ახლა უკრაინაში სჩადის უცხო არაა და რომ მსგავსი ტრაგედია 2008 წელს საქართველოში დატრიალდა. "რუსეთი არის გამოცდილი ტერორისტი და სამხედრო დამნაშავე ქვეყანა. ამ დღეს, 2008 წელს, რუსეთმა საქართველო დაიპყრო. იგივე სამხედრო დანაშაული და რუსი მასების მხრიდან იგივე მხარდაჭერა და დუმილი. იგივე რუსიზმი", - აღნიშნულია საფეხბურთო ვარსკვლავების პოსტებში.
Untitled


 

სხვა სტატიები