Belive

ზინჩენკო საერთაშორისო ტურნირებიდან ყველა რუსი სპორტსმენის დისკვალიფიკაციას ითხოვს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' მცველი, ალექსანდრ ზინჩენკო, რუსული სპორტისთვის მკაცრ სანქციებს ითხოვს. ფეხბურთელმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

,,საერთაშორისო სპორტული საზოგადოებისგან მოვითხოვთ:
  1. მოიხსნას რუსეთი ყველა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის მმართველი ორგანოებიდან.
  2. ყველა რუსი სპორტსმენის დისკვალიფიკაციას საერთაშორისო ტურნირებიდან.
  3. შეწყდეს რუსული მედიისთვის საერთაშორისო ტურნირების გაშუქების უფლების მიყიდვა.
  4. აეკრძალოს რუსულ კომპანიებს საერთაშორისო ტურნირებისა და გუნდების სპონსორობა.
  5. მხარი დაუჭირეთ უკრაინას! შეუერთდით აგრესორი ქვეყნის ქმედებების შესახებ სანდო ინფორმაციის გავრცელებას!

გუშინ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს ფიფასგან რუსეთის სახელით თამაში აეკრძალა, გარდა ამისა, მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არცერთი საერთაშორისო მატჩი არ გაიმართება. ფიფას გადაწყვეტილებამდე, ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის ფეხბურთის ფედერაციებმა განაცხადეს, რომ მათი ნაკრებები რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფში თამაშს არ აპირებენ.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Alex Zinchenko (@zinchenko_96)

სხვა სტატიები