Belive

ზინჩენკო შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუიჯი ლონგალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით "ბარსელონა" უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს "მაჩესტერ სიტისთან" ზინჩენკოს ერთი წლით არენდის წესით აყვანაზე. უკრაინელი მცველი "სიტის" შემადგენლობაში ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა. ანხელინოს გერმანიაში წასვლის შემდეგ ზინჩენკოს მთავარი კონკურენტი მარცხენა მცველის პოზიციაზე ბენჟამინ მენდია. თუ მენდის ტრავმები არ შეაწუხებს, სავარაუდოდ, გუარდიოლა სწორედ მას განიხილავს პირველ ნომრად მარცხენა მცველის პოზიციაზე. თუ კლუბებს შორის გარიგება შედგა და ახალგაზრდა მცველი ესპანეთში გადაბარგდა, "ბარსელონაში" მისი მთავარი კონკურენტი მარხცენა ფლანგზე თამაშისთვის ხორდი ალბა იქნება. რთული წარმოსადგენია, რომ ზინჩენკომ ალბას ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება მოახერხოს. 23 წლის მოთამაშემ "სიტის" შემადგენლობაში 41 პრემიერლიგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც "ბარსელონას" უკავშირდება, Tuttosport-მა გაავრცელა და დააანონსა, რომ შესაძლოა "ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" ფეხბურთელები გაცვალონ. თუ ეს ინფორმაცია გამართლდა, უსმან დემბელე "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება, ხოლო დუგლას კოშტა "ბარსელონას" შეუერთდება.

სხვა სტატიები