Belive

ზინჩენკოს და იოზილის ქველმოქმედება: უკრაინაში ბავშვებს ოპერაციებს უფასოდ ჩაუტარებენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა, ოლექსანდრ ზინჩენკომ "ფენერბახჩეს" შემტევთან, მესუთ იოზილთან ერთად საქველმოქმედო საქმის გაკეთება დაიწყო. გერმანელმა და უკრაინელმა ფეხბურთელებმა, ამ უკანასკნელის სამშობლოში საკუთარი ფინანსებით გერმანელი პლასტიკური მედიცინის სპეციალისტის, კლაუს ექსნერის ჩასვლა დააფინანსეს. ქალაქ ლვოვში გერმანელი ექიმი 1 კვირის განმავლობაში ოპერაციებს უფასოდ დააფინანსებს. აღნიშნული აქცია ორგანიზაციის BigShoe-ის ფარგლებში მოქმედებს, რომელიც მსგავს პროექტს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ანხორციელებს. 2014 წლის მუნდიალზე, რომელშიც სწორედ გერმანიის ნაკრებმა მოახერხა ტიტულის მოპოვება, ოქროსმედალოსანმა იოზილმა 11 ბავშვის ოპერაცია დააფინანსა. BigShoe-ს პროგრამის ფარგლებში ბავშვების უფასო სამედიცინო დახმარება ყოველთვიურად, 2 კვირის განმავლობაში ხორციელდება. აგვისტოში აქცია კამერუნშიც გაიმართება. ოლექსასნდრ ზინჩენკომ ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრებთან ერთად ჯგუფური და მერვედფინალური ეტაპების გადალახვა და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, სადაც ინგლისის ნაკრებთან - 0:3 დამარცხდა. მის აქტივში ევრო 2020-ზე ჩატარებულ 5 შეხვედრაში თითო-თითო გოლი და საგოლე გადაცემა იყო.

სხვა სტატიები