Belive

ზინჩენკოს საოცარი შედეგი პრემიერლიგაში - უკრაინელს მატჩების 82%-ი მოგებული აქვს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,არსენალის'' მცველი, ალექსანდრ ზინჩენკო ამ მომენტისთვის მოგებების პროცენტული მაჩვენებლით პრემიერ ლიგის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია.

Transfermarkt-ის ცნობით, უკრაინელს ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული შეხვედრების (88) 82%-ი მოგებული აქვს.

სიაში მხოლოდ ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომელთა ანგარიშზე პრემიერლიგაში მინიმუმ 50 მატჩია.

საინტერესოა, რომ ტოპ ათეულში 9 ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ,,მანჩესტერ სიტიში'' თამაშობს ან უთამაშია:

  1. ალექსანდრ ზინჩენკო - მანჩესტერ სიტი/არსენალი (88 მატჩი, 82%-ი მოგებული)
  2. არიენ რობენი - ჩელსი (67 მატჩი, 82%-ი მოგებული)
  3. ემერიკ ლაპორტი - მანჩესტერ სიტი (113 მატჩი, 81%-ი მოგებული)
  4. გაბრიელ ჟესუსი - მანჩესტერ სიტი/არსენალი (173 მატჩი, 77%-ი მოგებული)
  5. ფილ ფოდენი - მანჩესტერ სიტი (115 მატჩი, 77%-ი მოგებული)
  6. ედერსონი - მანჩესტერ სიტი (202 მატჩი, 76%-ი მოგებული)
  7. ბერნარდუ სილვა - მანჩესტერ სიტი (185 მატჩი, 76%-ი მოგებული)
  8. ილკაი გიუნდოგანი - მანჩესტერ სიტი (174 მატჩი, 76%-ი მოგებული)
  9. ლეროი სანე - მანჩესტერ სიტი (90 მატჩი, 76%-ი მოგებული)
  10. რუბენ დიაში - მანჩესტერ სიტი (74 მატჩი, 76%-ი მოგებული)
View this post on Instagram

A post shared by Transfermarkt (@transfermarkt_official)

სხვა სტატიები