ზინედინ ზიდანი: “იუვენტუსი ჩემთვის ახლაც მნიშვნელოვანია, იტალია ჩემს გულში რჩება”

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც “მადრიდის რეალმა” “ლივერპულს” – 3:1 აჯობა, ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, კომენტარი გააკეთა და ტურინის “იუვენტუსში” შესაძლო დაბრუნების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

იტალია სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. “იუვენტუსი” ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ასეთად რჩება. კიდევ მნახავთ იტალიაში? არ ვიცი. ჯერჯერობით მე აქ ვარ, შემდეგ კი ვნახოთ.

დღევანდელ მატჩში ჩემი გუნდის თამაშით ძალიან ვამაყობ. ჩვენ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში სირთულეებიც შეგვექმნა. ჩვენ არ შევცვალეთ სისტემა, რომელსაც რაფაელ ვარანის არყოფნის გამო ვიყენებთ, უბრალოდ სათამაშო სქემას ედერ მილიტაო ​მოვარგეთ.

ჩვენ ვიცოდით, რომ ფლანგებიდან შეტევა შეგვეძლო, რადგან მათი მცველები თავდასხმაში დიდ დროს ატარებდნენ და ყველაფერი კარგად გამოგვივიდა“, – თქვა 48 წლის ფრანგმა სპეციალისტმა.

“ლივერპულსა” და მადრიდის “რეალს” შორის საპასუხო შეხვედრა 14 აპრილს, “ენფილდზე” შედგება და თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

(189)

ზინედინ ზიდანი: “იუვენტუსი ჩემთვის ახლაც მნიშვნელოვანია, იტალია ჩემს გულში რჩება”

სტატიის ავტორი
-